ევროპის ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია #1TVSPORT
ევროპის ლიგაზე ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია #1TVSPORT

ევროპის ლიგის განმეორებითი მერვედფინალების შემდეგ, გაირკვა რანგით მეორე ევროტურნირის – ევროპის ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი.

ამ ეტაპზე ორ-ორი წარმომადგენელი ეყოლებათ ინგლისსა და ესპანეთს.

ინგლისი – „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“;

ესპანეთი – „ვილიარეალი“, „გრანადა“.

თითო გუნდით იქნებიან წარმოდგენილი – ნიდერლანდები („აიაქსი“), ჩეხეთი („სლავია“), იტალია („რომა“) და ხორვატია („დინამო“ ზაგრები).

მეოთხედფინალის წილისყრა 19 მარტს გაიმართება. განთესვა არ იქნება და ერთი ქვეყნის გუნდები შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს.

მეოთხედფინალში პირველი მატჩები 8 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 15 აპრილს.