ევროპის ლიგაზე „ტორპედოსა“ და „ჩიხურას“ სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ევროპის ლიგაზე „ტორპედოსა“ და „ჩიხურას“ სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შემდეგაც, გაირკვა ქუთაისის „ტორპედოსა“ და საჩხერეს „ჩიხურას“ სავარაუდო მეტოქეები.

შეგახსენებთ, რომ მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში „ტორპედო“ ფარერების „ვიკინგურს“ ხვდება, „ჩიხურა“ – სლოვენიის „მარიბორს“.

იმ შემთხვევაში, თუ ქართული კლუბები მეორე რაუნდის ბარიერს დაძლევენ, მესამე საკვალიფიკაციოში მათ შემდეგი მეტოქეები ერგებათ:

„ტორპედო“ შეხვდება ალბანეთის „კუკეშისა“ და აზერბაიჯანის „ყარაბახს“ შორის დამარცხებულს.
„ჩიხურას“ ხორვატიის „ოსიეკსა“ და შოტლანდიის „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებულთან მოუწევს დაპირისპირება.

მესამე რაუნდის მატჩები 9 და 16 აგვისტოს გაიმართება.