ევროპის ლიგაზე მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, ციურიხში ევროპის ლიგის მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრაც ჩატარდა.
წინა ეტაპისგან განსხვავებით, გუნდები განთესილები არ ყოფილან და შესაძლებელი იყო მეოთხედფინალში ერთი ქვეყნის გუნდები შეხვედროდნენ ერთმანეთს.
მეოთხედფინალური წყვილები
გრანადა – მანჩესტერ იუნაიტედი
არსენალი – სლავია
აიაქსი – რომა
დინამო (ზ) – ვილიარეალი
The road to Gdańsk is set! 🤩
Who’s lifting the 🏆❓#UELdraw | #UEL pic.twitter.com/54x0ACdUXl
— UEFA Europa League (@EuropaLeague) March 19, 2021
ნახევარფინალური წყვილები
გრანადა/მანჩესტერ იუნაიტედი – აიაქსი/რომა
დინამო (ზ)/ვილიარეალი – არსენალი/სლავია
მეოთხედფინალის პირველი მატჩები 8 აპრილს გაიმართება, საპასუხო – 15 აპრილს. ნახევარფინალური ეტაპის თარიღებია: 29 აპრილი და 6 მაისი.