ევროპის ლიგაზე მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა
ევროპის ლიგაზე მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის წილისყრა გაიმართა

უეფა-მ ევროპის ლიგის პლეი ოფის წილისყრა ჩაატარა, რომელიც გერმანიაში უნდა გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგაზე გამოსავლენია ყველა მეოთხედფინალისტი. მერვედფინალის რვა წყვილიდან ექვსში პირველი მატჩი ჩატარებულია.

1/8 ფინალის განრიგი:

5-6 აგვისტო

კოპენჰაგენი-ბაშაქშეჰირი (პირველი მატჩი – 0:1)

ბაზელი-აინტრახტი (3:0)

მანჩესტერ იუნ-ლინცერი (5:0)

ვულვეჰემპტონი-ოლიმპიაკოსი (1:1)

ლევერკუზენი-რეინჯერსი (3:1)

შახტარი-ვოლფსბურგი (2:1)

რომა-სევილია

ხეტაფე-ინტერი

შენიშვნა: რომა-სევილიასა და ხეტაფე-ინტერის წყვილებში გამარჯვებული ერთი მატჩით გადაწყდება. მატჩები გაიმართება იმ გუნდების სტადიონებზე, რომლებზეც უნდა ჩატარებულიყო პირველი მატჩები.

1/4 ფინალი

10-11 აგვისტო

1. შახტარი/ვოლფსბურგი – ბაზელი/აინტრახტი

2. მანჩესტერ იუნ/ლინცერი – კოპენჰაგენი/ბაშაქშეჰირი

3. ხეტაფე/ინტერი – ლევერკუზენი/რეინჯერსი

4. ვულვეჰემპტონი/ოლიმპიაკოსი – რომა/სევილია

1/2 ფინალი

16-17 აგვისტო

მეოთხედფინალი 2 – მეოთხედფინალი 4

მეოთხედფინალი 1 – მეოთხედფინალი 3

მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში ერთმატჩიანი ფორმატი იქნება. მატჩები გაიმართება გერმანიის ოთხ ქალაქში – კიოლნში, დუისბურგში, დიუსელდორფსა და გელზენკირხენში.

ფინალს 21 აგვისტოს კიოლნი უმასპინძლებს.