ევროპის ლიგაზე 1/16 ფინალის წყვილები გაირკვა #1TVSPORT
STOCKHOLM, SWEDEN - MAY 24: The UEFA Europa League trophy is seen inside the stadium prior too the UEFA Europa League Final between Ajax and Manchester United at Friends Arena on May 24, 2017 in Stockholm, Sweden. (Photo by Mike Hewitt/Getty Images)
უეფა-ს შტაბბინაში გაიმართა ევროპის ლიგის 1/16 ეტაპის წილისყრა. ამ სტადიაზე ითამაშებენ ჯგუფების მეორეადგილოსნები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასული გუნდები. წილისყრის შედეგად ისინი ასე დაწყვილდნენ:
სევილია (ესპანეთი) – დინამო ზაგრები (ხორვატია)
ატალანტა (იტალია) – ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
ლაიპციგი (გერმანია) – სოსიედადი (ესპანეთი)
ბარსელონა (ესპანეთი) – ნაპოლი (იტალია)
ზენიტი (რუსეთი) – ბეტისი (ესპანეთი)
დორტმუნდი (გერმანია) – რეინჯერსი (შოტლანდია)
შერიფი (მოლდოვა) – ბრაგა (პორტუგალია)
პორტუ (პორტუგალია) – ლაციო (იტალია)
1/16 ფინალის პირველი მატჩები 17 თებერვალს გაიმართება, საპასუხო – 24 თებერვალს.
ევროპის ლიგის ჯგუფებში პირველადგილოსნები პირდაპირ მერვედფინალში მოხვდნენ და ისინი 1/16 ფინალში თავისუფალნი არიან. ეს გუნდებია: ლიონი (საფრანგეთი), მონაკო (საფრანგეთი), გალათასარაი (თურქეთი), ლევერკუზენი (გერმანია), სპარტაკი (რუსეთი), აინტრახტი (გერმანია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), ვესტ ჰემი (ინგლისი).