ევროპის ლიგაზე 1/16 ფინალის წილისყრა შედგა
ევროპის ლიგაზე 1/16 ფინალის წილისყრა შედგა

შვეიცარიაში ევროპის ლიგის 1/16 ფინალის ეტაპის წილისყრა გაიმართა. ჯგუფური ეტაპიდან გასულმა 24 გუნდმა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რვა მესამეადგილოსანმა 16 წყვილი ჩამოაყალიბა.

გუნდები ორ კალათად იყვნენ გაყოფილნი: განთესილებში ჯგუფების გამარჯვებულები და განუთესავებში – მეორეადგილოსნები. წინასწარ დაწესებული შეზღუდვის მიხედვით, ერთმანეთს ვერ შეხვდებოდნენ ერთი ქვეყნის გუნდები, აგრეთვე, ჯგუფურ ეტაპზე ერთ ქვეჯგუფში მყოფი გუნდები.

წილისყრის შედეგად მერვედფინალური წყვილები ასე დაკომპლექტდა:

 

ვოლფსბერგერი – ტოტენჰემი

დინამო (კ) – ბრიუგე

სოსიედადი – მანჩესტერ იუნ

ბენფიკა – არსენალი

ცრვენა ზვეზდა – მილანი

ანტვერპენი – რეინჯერსი

სლავია – ლესტერი

ზალცბურგი – ვილიარეალი

ბრაგა – რომა

კრასნოდარი – დინამო (ზ)

იანგ ბოიზი – ლევერკუზენი

მიოლდე – ჰოფენჰაიმი

გრანადა – ნაპოლი

მაკაბი (თ-ა) – შახტარი

ლილი – აიაქსი

ოლიმპიაკოსი – ეინდჰოვენი

 

პირველი მატჩები 2021 წლის 18 თებერვალს გაიმართება, განმეორებითი – 25 თებერვალს.