ევროპის ლიგა | მიქაუტაძის „ლიონმა“ „ფენერბაჰჩესთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT
ევროპის ლიგა | მიქაუტაძის „ლიონმა“ „ფენერბაჰჩესთან“ ფრედ ითამაშა #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ ევროპის ლიგის ძირითად ეტაპზე თურქეთში „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0.

მე-7 ტურის მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 79 წუთი ითამაშა. ლიონელებს პლეი ოფის საგზური განაღდებული აქვთ, მაგრამ მათი ამოცანა საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა და პირდაპირ მერვედფინალში გასვლაა.

„ფენერბაჰჩემ“ თამაში აგრესიულად დაიწყო და საწყის წუთებში უპირატესობას დაეუფლა. მაგრამ ფრანგებმა თამაში თანდათან გამოასწორეს, ბურთის გაკონტროლება უკეთესად მაოხერხეს და ორი კარგი მომენტი ქართველი თავდამსხმელის აქტიურობით შექმნეს – გიორგიმ ჯერ შესანიშნავი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე საელ კუმბედი გაიყვანა, შემდეგ კი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კარში ეფექტურად თავად დაარტყა, მაგრამ არაზუსტად.

შესვენების შემდეგ მიქაუტაძის გადაცემით გოლის გატანა „ლიონის“კაპიტანს, ალექსანდრ ლაკაზეტის შეეძლო, მაგრამ შანსით ვერც მან ისარგებლა. 77-ე წუთზე ხელსაყრელ პოზიციაზე ქართველი მოხვდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და მეკარეს ვერ აჯობა.

შვიდი ტურის შემდეგ „ლიონი“ 14 ქულით მესამე ადგილზეა. მოხვდება თუ არა გუნდი საუკეთესო რვა გუნდში ბოლო ტურის შემდეგ გაირკვევა, როდესაც 30 იანვარს შინ ბულგარულ „ლუდოგორეცს“ დაუპირისპირდება.