ევროპის ლიგა | „დინამო თბილისი“ 0-0 „ფეიენოორდი“, პირველი ტაიმის შემდეგ
ევროპის ლიგა | „დინამო თბილისი“ 0-0 „ფეიენოორდი“, პირველი ტაიმის შემდეგ

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „დინამო თბილისსა“ და ჰოლანდიურ „ფეიენოორდს“ შორის.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა, თუმცა როგორც მასპინძლებს, ასევე სტუმრებს გოლის გატანის კარგი შანსები ჰქონდათ.

მე-10 წუთზე ნარსინგი მარცხენა ფლანგიდან მიუახლოვდა „დინამოს“ კარს და პასი გაუკეთა ლარსონს, მისი დარტყმული კი კარს  ოდნავ ასცდა.

ამის შემდეგ, ორი კარგი მომენტი ჰქონდათ დინამოელებს.

26-ე წუთზე პაპავამ გამჭოლი პასით მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა ქარდავა, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმული მეკარემ მოიგერია.  39-ე წუთზე კი შენგელია გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე და კარის გასწვრივ ჩააწოდა, თუმცა ქავთარაძემ ამ ბურთს ვერ მიუსწრო.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, ამ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი „ფეიენოორდის“ გამარჯვებით, 4-0 დასრულდა.