ევროპის ლიგა - „ბარსელონამ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უხვგოლიან მატჩში ქულები გაიყვეს #1TVSPORT
ევროპის ლიგა - „ბარსელონამ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უხვგოლიან მატჩში ქულები გაიყვეს #1TVSPORT

ევროპის ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში „ბარსელონამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და უხვგოლიანი შეხვედრა ფრედ დასრულდა – 2:2.

პირველ ტაიმში გუნდებმა ერთმანეთის კარის აღება ვერ მოახერხეს, მაგრამ მეორე ნახევარში ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა და გულშემატკივრებმა ოთხი გოლი იხილეს.

„ბარსელონა“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:2

გოლები: ალონსო (1:0, 50წ), რეშფორდი (1:1, 53წ), კუნდე (ავტოგოლი – 1:2, 59წ), რაფინია (2:2, 77წ).

ევროპის ლიგის 1/16 ფინალის განმეორებითი შეხვედრა 23 თებერვალს მანჩესტერში გაიმართება.