დიდი ნაბიჯი გადადგა ევროპის ლიგის ნახევარფინალისკენ ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა მადრიდის „ატლეტიკომ“. დიეგო სიმეონეს გუნდი საკუთარ მოედანზე იღებდა ლისაბონის „სპორტინგს“ და 2:0 მოიგო.
„ატლეტიკომ“ პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში კოკეს ზუსტი დარტყმის წყალობით. მეორე გოლის ავტორი კი ანტუან გრიზმანი გახდა, რომელმაც ტაიმის მიწურულს შეძლო გატანა. ფრანგს ბოლო 11 ოფიციალურ მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.
„ატლეტიკომ“ ზედიზედ მეცხრედ არ წააგო ევროთასებზე და წინ აქვს განმეორებითი მატჩი ცსკა-სთან, რომელიც მოსკოვში 12 აპრილს შედგება.