ევროპის ლიგა „აინტრახტმა“ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ლიგა „აინტრახტმა“ მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „აინტრახტმა“ 42 წლის შემდეგ პირველად მოიგო ევროტურნირი. 1980 წელს ფრანქფურტელებმა უეფას თასზე გაიმარჯვეს.

* ოლივერ გლასნერი პირველი ავსტრიელი მწვრთნელია, ვინს ევროპის ლიგა მოიგო. ის კარიერაში პირველ ტიტულს დაეუფლა.

* ჯო არიბო მხოლოდ მეორე ნიგერიელია, რომელსაც ევროტურნირების ფინალში გოლი გაუტანია. პირველი იყო ალექს ივობი „არსენალიდან“, ვინც 2019 წლის ევროპის ლიგის ფინალში „ჩელსის“ გაუტანა.

* რაფაელ ბორეს გოლის შემდეგ, კოლუმბიელ ფეხბურთელებს ევროპის ლიგის ფინალებში ექვსი გოლი დაუგროვდათ. კოლუმბია და ესპანეთი რეკორდსმენები არიან ამ მაჩვენებლით.

* 40 წლისა და 107 დღის ალან აკგრეგორი მხოლოდ მესამე ფეხბურთელია, ვისაც ევროტურნირების ფინალში 40 წლის (ან მეტის) ასაკში უთამაშია. მანამდე ეს შეძლეს ასევე მეკარეებმა – დინო ძოფმა (41წლის და 86 დღის, ჩემპიონთა თასი, 1983) და ედვინ ან დერ სარმა (40 წლის და 211 დღის, ჩეპიონთა ლიგა, 2011).

* „აინტრახტმა“ მატჩის წაუგებლად მოიგო ევროპის ლიგა. ეს მესამე შემთხვევაა ტურნირის ისტორიაში> მანამდე ეს შეძლეს „ჩელსიმ“ (2018) და „ვილიარეალმა“ (2021).

 

აინტრახტი-რეინჯერსი          1:1 პენ. 5:4

გოლები: 0:1 არიბო (57), 1:1 ბორე (69)

პენალტების სერია: 0:1 ტავერნიე, 1:1 ლენცი, 1:2 დევისი, 2:2 ჰრუსტიჩი, 2:3 არფილდი, 3:3 კამადა, 3:3 რემზი (მეკარე), 4:3 კოსტიჩი, 4:4 რუფი, 5:4 ბორე.

აინტრატი: ტრაპი, ტურე, ნდიკა (101. ლენცი), ტუტა (58 ჰასებე), კნაუფი, კოსტიჩი, როდე (90. იაკიჩი), სოუ (105. ჰრუსტიჩი), კამადა, ლინდსტრიომი (71. ჰაუგე), ბორე.

რეინჯერსი: მაკგრეგორი, ტავერნიე, გოლდსონი, ბასი, ბარიშიჩი, დევისი, ჯეკი (74. დევისი), ლანდსტრემი (117. რუფი), კამარა (90. არფილდი), რაიტი (74. საკალა/117. რემზი), არიბო (101. სენდსი), კენტი.