ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა მწვრთნელმა NBA-ს მაფია უწოდა
ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა მწვრთნელმა NBA-ს მაფია უწოდა

სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟელკო ობრადოვიჩმა ახსნა-განმარტება მისცა იმის შესახებ, რატომ არასოდეს მუშაობენ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ევროპელი სპეციალისტები.

გამოცემა Sportando-სთვის მიცემულ ინტერვიუში 59 წლის სერბმა ღიად დაადანაშაულა NBA ევროპელი მწვრთნელების მიმართ არაობიექტურ დამოკიდებულებაში.

„არც ერთ ევროპელ მწვრთნელს არასოდეს უმუშავია NBA-ში. რატომ? იმიტომ, რომ ეს მაფიაა, არ უნდათ, რომ მათთან ევროპელებმა იმუშაონ. არავის სურს ამ თემაზე ლაპარაკი.

ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც NBA-ში მწვრთნელები იყვნენ. ჩვენ ერთად ვატარებდით ზაფხულს, ისინი მოდიოდნენ ჩემს ვარჯიშებზე, მე მათთან კონტაქტი მაქვს. NBA უძლიერესი ლიგაა, მაგრამ მის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ევროპაში ანალოგიური დონის ბევრი მწვრთნელი მუშაობს.

არსებობს მაგალითები. მაიკ დ’ენტონი (იტალიური წარმოშობის ამერიკელი), რომელიც მწვრთნელად ევროპაში ჩამოყალიბდა და უკვე შემდეგ გაემგზავრა NBA-ში, რადგან ის ამერიკელია. დევიდ ბლატი – იგივე სიტუაციაა. იგორ კოკოშკოვი (სერბი ამერიკული მოქალაქეობით). მაგრამ ისინი არ უნდა ჩაითვალონ ევროპელ მწვრთნელებად“, – განაცხადა ობრადოვიჩმა.

59 წლის ობრადოვიჩს ცხრაჯერ აქვს მოგებული ევროლიგა ხუთ სხვადასხვა გუნდთან ერთად – „პარტიზანთან“, „ხუვენტუდთან“, „რეალთან“, „პანათინაიკოსთან“ და „ფენერბაჰჩესთან“.