ევროპის ძიუდოს ფედერაცია ილია სულამანიძის ოქროს მედალს გამოეხმაურა #1TVSPORT
ევროპის ძიუდოს ფედერაცია ილია სულამანიძის ოქროს მედალს გამოეხმაურა #1TVSPORT

თელ-ავივში დასრულებულ გრანდ სლემზე ძიუდოში ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.ამ დონის ტურნირზე ეს პირველი წარმატებაა 20 წლის ქართველისათვის, რომელიც 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლეგენდარულ ვარლამ ლიპარტელიანს ჯერჯერობით სრულფასოვნად ცვლის.

ფინალში ქართველმა უმალაზესი გდებით ნიდერლანდელი მიხაელ კორელი დაამარცხა და კარიერაში პირველი გრანდ სლემი მოიგო.

ევროპის ძიუდოს ფედერაცია ილია სულამანიძის ამ წარმატებას გამოეხმაურა:

„გამარჯობა, ილია სულამანიძე! მას უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რაც ვარლამ ლიპარტელიანის ღირსეულ შეცვლას გულისხმობს,თუმცა როგორც ჩანს, ეს ილიას მხოლოდ აძლიერებს. შარშან მან თელ-ავივში ბრინჯაო, ხოლო თბილისში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, ახლა კი თელ-ავივის გრანდ სლემის ოქროსაც დაეუფლა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სულამანიძემ ახალგაზრდებში მსოფლიო, 23 წლამდელებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ეს 20 წლის ბიჭი უკვე დიდ ნაბიჯებს დგამს“.