ევროპის ჩემპიონტის ბოლო დღეს შვიდი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონტის ბოლო დღეს შვიდი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო დღეს ტატამზე შვიდი ქართველი ძიუდოსტი გამოვა. ტურნირზე მედლები მამაკაცებსა და ქალებში ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება.

90კგ-ში ლაშა ბექაური და ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებენ. ტურნირზე მათი წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში, არის შანსი ევროპის ჩემპიონატზე ქართული ფინალი ვიხილოთ. 100კგ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით, ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და ახალგაზრდა ილია სულამანიძე გამოვლენ. მძიმეწონოსნებშიც (+100) ორი ქართველი – გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი შეეცდებიან ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას.

+78კგ-ში ევროპის ჩემპიონატზე სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობის პირველ დღეს, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მეორე დღე კი ჩვენი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა შემოგთავაზებთ.