ევროპის ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე - ოლიმპიადაზეც მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ [ვიდეო] #1TVSPORT

ვარშავაში დასრულებულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო შმაგი ბოლქვაძემ (72კგ).

მან ფინალში სომხეთის წარმომადგენელი ამოიანი დაამარცხა და რიოს ოლიმპიადაზე მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს ევროპული ოქრო შემატა.

ჩემპიონის კომენტარი ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურმა ჩაწერა:

„ყველაფერი გავაკეთე ევროპის ჩემპიონობისთვის. ძალიან გახარებული ვარ, რომ მიზანს მივაღწიე. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, ნაკრების ექიმებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს წარმატებაში. მივულოცავ ჩვენი გუნდის წარმომადგენელ ყველა მედალოსანს და ვეცდებით მომდევნო შეჯიბრებებშიც მაღალი შედეგი ვუჩვენოთ“.

…შემდეგი დიდი შეჯიბრება ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია.