ევროპის ჩემპიონატზე ხუთი ქართველიდან ხუთივე მეოთხედფინალში იჭიდავებს
ევროპის ჩემპიონატზე ხუთი ქართველიდან ხუთივე მეოთხედფინალში იჭიდავებს

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთათვის მეორე საშეჯიბრო დღეა.

ხალიჩაზე ხუთი ქართველი ფალავანი გამოვიდა და ხუთივე მეოთხედფინალში იასპარეზებს. მედლებისთვის ბრძოლას ბექა ლომთაძე (61კგ), ავთანდილ კენჭაძე (74), დათო მარსაგიშვილი (86),ირაკლი მწითური (92) და გენო პეტრიაშვილი (125) აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ დღესვე კონტინენტის პირველობაზე მირზა სხულუხია (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

დღევანდელი შეხვედრების ნახევარფინალები 19.45 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 21.00 საათზე.