ევროპის ჩემპიონატზე გრაპლინგში ჯიმშერ რაზმაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
ევროპის ჩემპიონატზე გრაპლინგში ჯიმშერ რაზმაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქალაქ რომში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გრაპლინგში, 71 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ჯიმშერ რაზმაძემ მოიპოვა. მან ოთხი ბრძოლიდან სამი გამარჯვებით დაასრულა ორ უკრაინელ და ერთ მოლდოველ მებრძოლთან, ხოლო მეოთხე რუსეთის წარმომადგენელთან წააგო. როგორც „ემემეის“ (MMA) პრეზიდენტმა კობა ტყეშელაშვილმა განაცხადა, მიდის მზადება 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

„17-18 თებერვალს ქალაქ რომში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი გრაპლინგში, სადაც 71 კგ. წონით კატეგორიაში ჯიმშერ რაზმაძემ ვერცხლის მედალი აიღო. ეს ძალიან დიდი წარმატებაა, რადგან ახალი სახეობა არის ჩვენთან. სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და იმედი მაქვს, უფრო პოპულარული გახდება, რადგან ამ 71 კგ-ში მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდება ლიცენზია, რომელიც მსოფლიო თამაშებზე მონაწილეობა უნდა მივიღოთ 2021 წლისთვის. მინდა, მივულოცო ჯიმშერ რაზმაძეს და მთელს საქართველოს ეს ვერცხლის მედალი.

შეჯიბრზე ორი სპორტსმენი გვყავდა წაყვანილი. მომავალში იმედი გვაქვს, რომ უფრო კარგ შედეგს დავდებთ და ვერცხლი ოქროდ გადაგვექცევა“, – განაცხადა კობა ტყეშელაშვილმა.