ევროპის ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს
ევროპის ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

ფინურ ქალაქ ვანტააში გუშინ, 12 სექტემბერს, სტარტი აიღო ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში.

ასპარეზობები 12-15 სექტემბერს იმართება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 14 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს მედლის აღება მოახერხეს:

66 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი გიორგი თუთაშვილმა დაიკავა, ხოლო 57 კგ-ში, ქალებს შორის, ოქროს მედლის მფლობელი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

დღეს ქალები 63კგ და 70კგ, ხოლო მამაკაცები 73კგ და 81კგ წონით კატეგორიებში იასპარეზებენ.

81კგ-ში ჩვენი ნაკრების ღირსებას ვლადიმერ ახალკაცი და ტატო გრიგალაშვილი დაიცავენ, ხოლო ქალებში, 70კგ-ში, მარიამ ჭანტურია იასპარეზებს.

პირველი ბრძოლები საქარველოს დროით 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი – 17:30 საათზე.