ევროპის ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

10:40, 20.11.2020

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას სამი ქართველი შეეცდება.

73კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. 81კგ-ში კი ახალგაზრდა ძიუდოისტები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე გუშინ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ლუხუმ ჩხვიმიანი, ეთერ ლიპარტელიანი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ გათამაშებას, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი