ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იჭიდავებს, საიდანაც ორი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი იჭიდავებს, საიდანაც ორი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია #1TVSPORT

პოლონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 61, 74, 86, 92 და 125 კგ წონით კატეგორიის ფალავნები გამოვლენ საასპარეზოდ.

საქართველოს ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), მსოფლიო პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ), მსოფლიო პრიზიორი ირაკლი მწითური (92 კგ) და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) დაიცავენ.

ბექა ლომთაძე (61 კგ) მერვედფინალში ბელარუს რიჩინაუს შეხვდება, ავთო კენჭაძე (74 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბეთში ახლახანს გადაბარგებულ რუსეთის ნაკრების ყოფილ წევრს ჰეტიკ ცაბოლოვს, სანდრო ამინაშვილი (86 კგ) მერვედფინალში იტალიელ იანატონის, ირაკლი მწითური (92 კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარელ მაგამაევს, ხოლო გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ასევე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდება.

შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ დღეს ფინალურ ბლოკში ორი ქართველი – ნიკა კენჭაძე (79) და ელიზბარ ოდიკაძე (97) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.