ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში, დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში, დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში – 55, 63, 77, 87 და 130 კგ-ში დაიწყებენ ასპარეზობებს სპორტსმენები.

კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ხუთი წევრი იბრძოლებს მედლებისთვის. ესენი არიან – ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), ბექა მამუკაშვილი (77 კგ), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ხოლო ნახევარფინალები – 18:45-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. ჩვენი სპორტსმენები გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ.