ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის დღეს ხუთი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის დღეს ხუთი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრების წევრები დღეს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ამ ასაკობრივ ჯგუფში ევროპის ჩემპიონატზე დაიწყებენ გამოსვლას. ტურნირზე მთლიანობაში ათი ქართველი იჭიდავებს.

შეჯიბრების პირველ დღეს, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში: 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში წინასწარი ეტაპის შეხვედრები და ნახევარფინალები გაიმართება. ამ წონებში მედლები რვა მარტს გათამაშდება. რვა მარტის დილიდან იასპარეზებენ დარჩენილ ხუთ წონაში – 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამში მოჭიდავეები და ფინალისტებს გამოავლენენ. მათ წონით კატეგორიებში გამარჯვებულები და მედალოსნები კი ცხრა მარტს გაირკვევა.

საქართველოს ნაკრები: აკაკი ოსიაშვილი (55 კგ), ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), გიორგი შოთაძე (63 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), დავით სოლოღაშვილი (77 კგ), ბექა გურული (82 კგ), ბექა მელელაშვილი (87 კგ), გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ), გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ).

ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების გარეშე გაიმართება. შეჯიბრებას უკრაინის ნაკრებიც გამოტოვებს.