ევროპის ჩემპიონატს 2021 წელსაც 12 ქალაქი უმასპინძლებს
ევროპის ჩემპიონატს 2021 წელსაც 12 ქალაქი უმასპინძლებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს, რომელიც ცნობილი მიზეზის გამო 2021 წელს გაიმართება, ისევ 12 ქალაქი უმასპინძლებს. უეფა-ს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ მასპინძელი ქალაქები არ შეიცვლებიან.

ევროპის მთავარი საფეხბურთო ტურნირი ჩატარდება: ლონდონში, მიუნხენში, ამსტერდამში, ბაქოში, რომში, ბუქარესტში, ბუდაპეშტში, კოპნჰაგენში, პეტერბურგში, გლაზგოში, ბილბაოსა და დუბლინში.

ევროპის ჩემპიონატს იტალიისა და თურქეთის მატჩი გახსნის, რომელიც რომში, 2021 წლის, 11 ივნისს გაიმართება.