ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა და ქართველი ძალოსნების გამოსვლის ზუსტი დრო გაირკვა
ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა და ქართველი ძალოსნების გამოსვლის ზუსტი დრო გაირკვა

ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი ხვალ გაიხსნება. საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ტურნირში მონაწილე ქართველი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. გიორგი ასანიძემ გაფართოებული ცამეტ კაციანი შემადგენლობიდან, ის ათი ძალოსანი დაასახელა, რომლებიც ბათუმის სპორტის სასახლის ფიცარნაგზე გამოვლენ. ასევე, დადასტურდა, რომ საქართველოს ღირსებას სამი ქალი ძალოსანი დაიცავს.

ტურნირის პირველ დღეს დილის ათი საათიდან ასპარეზობაში ქალთა შორის 49 კილოგრამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები ჩაერთვებიან, რომელთა შორისაც ხათუნა ჯიმშელეიშვილი იქნება.

მეორე დღეს, 20:23 საათიდან ფიცარნაგზე ვაჟთა 61 კილოგრამი წონითი კატეგორიის A ჯგუფის სპორტსმენები გავლენ. ასანიძეს ამ წონაში ორი წარმომადგენელი, რამინ შამილიშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი შოთა მიშველიძე ჰყავს.

გოგა ჩხეიძე (67 კგ.) მედლის მოპოვებას 8 აპრილს შეეცდება. გოგა A ჯგუფშია და მისი გამოსვლა 20:23 საათზე დაიწყება.

9 აპრილს C ჯგუფში, დილის 11:00 საათზე დაიწყებს ასპარეზობას მაკა ვეფხვაძე (64 კგ). ამავე დღეს B ჯგუფში 15:30 საათიდან ფიცარნაგზე არჩილ მალაყმაძე (73 კგ.) გავა.

ადგილობრივ ქომაგს ერთი ქართველის გულშემატკივრობა მოუწევს 10 აპრილს – 12:45 საათიდან ფიცარნაგზე ლომია თებიძე გავა, რომელიც 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის C ჯგუფშია.

11 აპრილს, 15:00 საათიდან დაიწყება ქალთა შორის 76 კილოგრამი წონითი კატეგორიის B ჯგუფი, რომელშიც ნათია გადელიაცაა. ამავე დღეს, 17:53 საათიდან ფიცარნაგზე ევროპის კიდევ ერთი მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი რევაზ დავითაძე (89 კგ) ავა.

12 აპრილს საქართველოსთვის მედლის მოპოვებას ანტონ პლესნოი (96 კგ.) შეეცდება. ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი ნატურალიზებული უკრაინელი ასპარეზობას A ჯგუფში 20:23 საათიდან დაიწყებს.

ტურნირის ბოლო დღეს 13 აპრილს, დილის 08:53 საათიდან 102 კილოგრამი წონითი კატეგორიის A ჯგუფი დაიწყებს, რომელშიც მედლებისთვის გოგა ჩხეიძე იბრძოლებს. ჩემპიონატის კულმინაცია მძიმეწონოსანთა A ჯგუფის ასპარეზობა დაიწყება. ტრადიციულად, ამ წონაში ასანიძეს ორი ტიტულოვანი წარმომადგენელი ჰყავს. კვარცხლბეკზე ასვლას და ახალი რეკორდების დამყარებას ირაკლი თურმანიძე და ლაშა ტალახაძე 17:23 საათიდან შეეცდებიან.

საქართველოს პირველი არხი, ბათუმიდან პირდაპირ რეპორტაჟებს ყოველდღიურად შემოგთავაზებთ. პირველი პირდაპირი ეთერი გახსნის ცერემონია იქნება, რომელიც 6 აპრილს 13:45 საათზე დაიწყება.