ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ხელბურთში | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბოსნიასთან მატჩებისთვის ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის მზადებას იწყებს – ქართველი ხელბურთელები 13 მარტს, 18:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლებენ, 16 მარტს კი მათ სტუმრად დაუპირისპირდებიან.
მოახლოვებული შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტე კალანდაძემ შემადგენლობა დაასახელა:
ზურაბ ცინცაძე („აზოტი“, პოლონეთი), დავით ნიქაბაძე („სარატოვი“, რუსეთი), ერეკლე არსენაშვილი („ტრემბლი“, საფრანგეთი) , ზურაბ აბრამიშვილი („ბათუმი“), ზურაბ გოგავა („ალდეკერკი“, გერმანია), გიგა მელიავა („ჰლოჰოვეცი“, სლოვაკეთი), გიგა ზარნაძე („ჰერმსდორფი“, გერმანია), გიორგი ცხოვრებაძე („გუმერსბახი“, გერმანია), ირაკლი კბილაშვილი („ტურდა“, რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („ოჰრიდი“, ჩრდ, მაკრდონია), გიორგი დიხამინჯია („აზოტი“, პოლონეთი), ირაკლი გოგოლაძე („ბათუმი“), გიორგი ლაპიაშვილი („ბათუმი“), მირიან გავაშელიშვილი („მეტალოპლასტიკა“, სერბეთი), ხაზეინ რუსტამოვი („სლობოდა“, ბოსნია), გიორგი არეშიძე („ტიმიშოარა“, რუმინეთი).
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში ისლანდიის, საბერძნეთისა და ბოსნიის ნაკრებები ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების კალენდარი:
13 მარტი | საქართველო – ბოსნია
16 მარტი | ბოსნია – საქართველო
8 მაისი | საქართველო – საბერძნეთი
11 მაისი | ისლანდია – საქართველო
ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას რვა ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.