ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი | ლატვიისა და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებების მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
10 ოქტომბერს, რიგაში, საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
„რიგის ფეხბურთის სკოლის“ (რფს) სტადიონზე შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მატჩის წინ 21-წლამდელთა ნაკრებმა „ლნკ სპორტა პარკსის“ სტადიონზე ივარჯიშა, რომლის შემდეგაც მოსამზადებელი ეტაპი მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ხარებაშვილმა შეაფასეს.
რამაზ სვანაძე – „ლატვიასთან რთულ თამაშს ველოდებით, თუმცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ქულები გვჭირდება, ამიტომ ყველაფერი გაკეთედება წარმატების მისაღწევად.
საქართველოს ნაკრების თამაშში პროგრესს ველოდები. ახალი შეკრებილი გუნდი ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მომდევნო მატჩი წინაზე უკეთესი იყოს.
ამის შემდეგ ერთი შეკრება ნოემბერში გვექნება, როდესაც უკვე ჯგუფის ლიდერებს ვეთამაშებით, ამიტომ ამ შეკრებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
მალტასთან თამშის შემდეგ გვეცოდინება, რა დონეზე ვართ მზად და განვლილი პერიოდის შეფასებასაც შევძლებთ.
საბა ხარებაშვილი – „ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. ტექნიკურად და ტაქტიკურად კარგად მოვემზადეთ, გაბრიელ სიგუას თუ არ ჩავთვლით, გუნდში ტრავმირებული არავინაა, რაც ძალიან კარგია.
წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები გავაანალიზეთ. ვეცდებით, ლატვიასთან იგივე არ გავიმეოროთ და წარმატებას მივაღწიოთ“.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“), საბა ქაჯაია („რეალ მურსია“, ესპანეთი), გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ-ჟილი“, ბელგია).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე („აკადემიკა კოიმბრა“, პორტუგალია), დავით ბუკია („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ლაცაბიძე („დინამო თბილისი“), ალექსანდრე ნარიმანიძე („ჟილინა“, სლოვაკეთი), გელა სადღობელაშვილი („დინამო თბილისი“), აკაკი გიუნაშვილი („კოლხეთი“ ფოთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი ტაბატაძე („ვაილე“, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), ნიკოლოზ დადიანი („იბერია 1999“), გურამ ჯაფარიძე („დინამო“ ბათუმი), ცოტნე ბერელიძე („დინამო თბილისი“), გია ნადარეიშვილი („გაგრა“), ირაკლი იეგოიანი („ექსელსიორი“, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე („დინამო“ ბათუმი), ალეკო ბასილაძე („ტორპედო“ ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე („ტერმალიცა ნეცეჩა“, პოლონეთი), დავით გოცირიძე („გაგრა“), ლუკა პარკაძე („აუსტრია“ ზალცბურგი, ავსტრია), თეიმურაზ ოდიკაძე („დინამო თბილისი“).