ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ საქართველოს ნაკრებიდან ოთხი ფეხბურთელი გააცილეს
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ საქართველოს ნაკრებიდან ოთხი ფეხბურთელი გააცილეს

საქართველოს ნაკრებისთვის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ, რომელშიც „ჯვაროსნები“ შვეიცარიას მასპინძლობენ, ნაკრებიდან ოთხი ფეხბურთელი გააცილეს – უჩა ლობჟანიძე, ოთარ მარცვალაძე, ნუკრი რევიშვილი და ლაშა სალუქვაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ფეხბურთელებს ნაკრების სამახსოვრო მაისურები გადასცეს.

მეკარე ნუკრი რევიშვილს საქართველოს ნაკრებში 33 შეხვედრა აქვს ჩატარებული. უჩა ლობჟანიძემ ნაკრებში 53 მატჩი ითამაშა, ოთარ მარცვალაძემ 22, ხოლო ლაშა სალუქვაძემ კი 38.