ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფი ფუტსალში | საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთთან თამაშებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა გუნდი შეკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
ფუტსალის ნაკრები ევრო 2026-ის საგზურისთვის ბრძოლაში სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 18 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას 23 სექტემბერს ბრატისლავა უმასპინძლებს.
სლოვაკეთთან მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებმა მზადება თბილისში 15 ფეხბურთელით დაიწყო, მათ შორის ერთი დებიუტანტია – პსპ-ს შემტევი გიორგი ხაბალაევი.
ნაკრები სრული შემადგენლობით 14 სექტემბრიდან მოემზადება – გიორგი ღავთაძე გუნდს საკლუბო მატჩების შემდეგ შეუერთდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: თორნიკე ბუკია, ბექა ტყემალაძე (ორივე – „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), ლუკა ხარშილაძე („ისტიკლოლი“, ტაჯიკეთი);
წინა ხაზი: ვახტანგ კეკელია, შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ნუკრი ჭუმბურიძე, საბა ტყეშელაშვილი (ყველა „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“), ლევან სვანიძე, გიორგი ხაბალაევი, ნიკოლოზ კურტანიძე (სამივე – პსპ), გიორგი ჩიმაკაძე, არჩილ სებისკვერაძე (ორივე – კსუ), გიორგი ღავთაძე („ტიუმენი“, რუსეთი), ნიკა ხარატიშვილი („ისტიკლოლი“, ტაჯიკეთი).