ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი
ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ჩემპიონის ტიტულისთვის 55 და 130 კგ. წონით კატეგორიებში მოასპარეზეები ნუგზარ წურწუმია და ზვიად პატარიძე იჭიდავებენ, 63 კგ-ში კი ლერი აბულაძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

წურწუმია და პატარიძე ფინალურ ეტაპებამდე წმინდა მოგებებით მივიდნენ, წურწუმიამ 1/2 ფინალში სომხეთის წარმომადგენელ ნორაირ ჰაკოიანს 9:0 მოუგო, პატარიძემ კი ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში რუმინელი კონსტანტინ ჰუტულეაგი 18 წამში წმინდად, 8:0 დაამარცხა.

წურწუმია ფინალში თურქ ერკემ ოზთურქს, ხოლო პატარიძე მისთვის ნაცნობ მეტოქეს, თურქ ოსმან ილდირიმს შეხვდება.

ფინალური ბლოკის შეხვედრები დღეს 19:00 საათიდან დაიწყება.