ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს ხუთი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT

09:32, 18.04.2026

თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

81კგ წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი ტატო გრიგალაშვილი გამოვა. მისი პირველი მეტოქე ავსტრიის სახელით გამომსვლელი მაგამედ ბორჩაშვილი იქნება.

90კგ-ში საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება – ორგზის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური, ასევე ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე. ბექაური პირველ შეხვედრას იტალიის წარმომადგენელთან, კენი კომი ბედელთან ჩაატარებს, ხოლო მაისურაძე პირველ წრეში დაისვენებს.

ქალთა შორის 70კგ-ში იასპარეზებენ მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი. ჭანტურია მეორე წრეში უნგრელ სოფი ოზბასს შეხვდება, ხოლო გულბანი გამოსვლას პირველი წრიდან დაიწყებს და გერმანელ სამირა ბოკს დაუპირისპირდება.

2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ), ვერცხლის მედალს კი გიორგი სარდალაშვილი (60კგ) დაეუფლა.

წინასწარი შეხვედრები 10:00 საათიდან დაიწყება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 16:00 საათიდან პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

მსგავსი