ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები რუმინეთს შეხვდება - რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დღეს რუმინეთის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ქართველმა წყალბურთელებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარეს, დამარცხდნენ ხორვატიასა და საბერძნეთთან, ხოლო გაიმარჯვეს სლოვენიასთან. შედეგად, მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლეს, სადაც ექვსგუნდიან F ჯგუფში მოხვდნენ – პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში იტალიასთან დათმეს. მიუხედავად ამისა, ჯერ ყველაფერი წინ არის და საქართველოს რვა საუკეთესო გუნდს შორის გასვლის შესაძლებლობა აქვს, რაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოუტანს.
მეორე ჯგუფური ეტაპიდან პირველ და მეორე ადგილზე გასულები ნახევარფინალში გააგრძელებენ ბრძოლას.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ევროპის ჩემპიონატზე:
19 იანვარი, 18:30 საქართველო-რუმინეთი
21 იანვარი, 18:30 საქართველო-თურქეთი