ევროპის ჩემპიონატი - საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი - საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელის დიდი საფეხბურთო ზეიმის დაწყებს. ევროპის ჩემპიონატის ისტორია 61 წელს ითვლის (პირველად ეს ტურნირი 1960 წელს ჩატარდა). ამ პერიოდის განმვალობაში არაერთი საინტერესო ფაქტი და სტატისტიკური მონაცემები დაგროვდა.

ყველაზე გამოცდილი ნაკრები გერმანიაა. ამ ქვეყნის ეროვნული გუნდი ფინალურ ეტაპზე 12-ჯერ გავიდა. შემდეგ მოდის ესპანეთი (10),  ნიდერლანდები, იტალია, საფრანგეთი და ინგლისი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ცხრაჯერ მოხვდნენ.

 

ყველაზე ტიტულოვანები გერმანია და ესპანეთი არიან. ამ ქვეყნების ეროვნულმა გუნდებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვეს.

ყველაზე უხვგოლიანი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი იყო. ევროპის ბოლო ჩემპიონატზე მატჩში საშუალოდ 4.75 გოლი გადიოდა.

ევროპის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები მიშელ პლატინი და კრიშტიანო რონალდო არიან – ცხრა გოლი.

 

ერთდროულად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ სამი ნაკრები ატარებდა – გერმანია, საფრანგეთი და ესპანეთი. ესპანეთი კი ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვა მოახერხა.

 

პოკერი ევროპის ჩემპიონატზე ჯერ არ დაფიქსირებულა. მიშელ პლატინი კი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ჰეთ თრიკი ორჯერ შეასრულა (1984 წელს).

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა იოჰან ფონლანტენია. შვეიცარიის ნაკრების წევრი 18 წლის იყო, როდესაც ევროპის 2004 წლის შემპიონატზე გოლის ავტორი გახდა.

2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე კი მორიგი რეკორდი დაფიქსირდება. რონალდო და იბრაჰიმოვიჩი გახდებიან ერთადერთი ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ოთხ ჩემპიონატში ექნებათ მონაწილეობა მიღებული.

დატოვე კომენტარი