ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში | ვაჟა მარგველაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში | ვაჟა მარგველაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა #1TVSPORT

დღეს თბილისში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ქართველებიდან პირველმა ევროპის ორგზის ჩემპიონმა, ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) იასპარეზა. ქართველი ხორვატ დანი კლაკართან შებოჭვით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, 16 აპრილს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 60 და 66 კგ-ში, ქალებში კი 48 და 52 კგ-ში.

წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.