ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში | გიორგი სარდალაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში | გიორგი სარდალაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT

თბილისში დღეს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა გერმანელ ჰეიდერს დამატებით დროში იუკოთი მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბელგიელი ვერსტრაეტენი იქნება.

კონტინენტის პირველობა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, 16 აპრილს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 60 და 66 კგ-ში, ქალებში კი 48 და 52 კგ-ში.

წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს 16:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.