ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - ექსკლუზიურად საქარველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - ექსკლუზიურად საქარველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს პირველმა არხმა ქართული სპორტის გულშემატკივრებს მორიგი საჩუქარი გაუკეთა. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 29 აპრილს სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ტურნირი 29 აპრილს დაიწყება და 1 მაისს დასრულდება. ევროპის ჩემპიონატზე უკვე რეგისტრირებულია 11 ქართველი სპორტსმენი, რომლებიც კონტინენტის პირველობაზე მედლების მოპოვებას შეეცდებიან.

ქართული ძიუდოს გულშემატკივრებისთვის ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში მოულოდნელობაა – გუნდში დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს ვარლამ ლიპარტელიანი. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური კი ტურნირზე ვერ გამოვა, მას ოპერაციის შემდეგ ვარჯიში კვლავ არ განუახლებია.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლუხუმ ჩხვიმიანი (-60), ჯაბა პაპინაშვილი (-60)

ვაჟა მარგველაშვილი (-66)

ლაშა შავდათუაშვილი (-73)

ტატო გრიგალაშვილი (-81)

ლუკა მაისურაძე (-90)

ილია სულამანიძე (-100)

ვარლამ ლიპარტელიანი (-100)

გურამ თუშიშვილი (+100)

ეთერ ლიპარტელიანი (-57)

სოფიო სომხიშვილი (+78)