ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | რამინ შამილიშვილმა ატაცში მეხუთე ადგილი დაიკავა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში | რამინ შამილიშვილმა ატაცში მეხუთე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი რამინ შამილიშვილი ასპარეზობს.

ატაცში შამილიშვილმა ორი ცდა გამოიყენა, 109 კილოგრამი დაძლია და მე-5 ადგილზეა.

რამდენიმე წუთში შეჯიბრება აკვრაში დაიწყება.

ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.