ევროპის ჩემპიონატი დაიწყო | ხელბურთი

15:58, 10.01.2020
Men’s EHF EURO 2020 Sweden, Austria, Norway – Preliminary Round – Group C, Spain – Latvia, Trondheim Spektrum, Trondheim, Norway, 09.1.2020, Mandatory Credit © Axel Heimken / kolektiff

Men’s EHF EURO 2020 Sweden, Austria, Norway – Preliminary Round – Group C, Spain – Latvia, Trondheim Spektrum, Trondheim, Norway, 09.1.2020, Mandatory Credit © Axel Heimken / kolektiff

სამ ქვეყანაში (ავსტრია, ნორვეგია და შვედეთი) სტარტი აიღო  ევროპის პირველობამ ხელბურთში ვაჟთა შორის.  ჩემპიონატში ექვს ჯგუფად დაყოფილი 24 ნაკრები მონაწილეობს.   ჯგუფების 2-2 გამარჯვებული 12 გუნდი  ორ ჯგუფს შექმნის. აქ გამარჯვებული 2-2 გუნდი კი ნახევარფინალში ითამაშებს.    ჯგუფებში ადგილების განაწილებისას ქულების შემდეგ, პრიორიტეტული ურთიერთშეხვედრები იქნება.

შეჯიბრის პირველ დღეს ყველაზე შედეგიანი  A ჯგუფში ბელარუსი-სერბეთის მატჩი გამოდგა 35:30. ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი 9 გოლით ბელარუსი არტიომ კარალიოკი გახდა.  ჯგუფის მეორე შეხვედრაში, როგორც მოსალოდნელი იყო ხორვატებმა 27:21 მოუგეს მონტენეგროს.  C ჯგუფში ესპანეთმა 33:22 სძლია ლატვიას. პირველ ტაიმში ანგარიშში სხვაობა მხოლოდ სამი ქულა გახლდათ 14:11. ანალოგიური სცენარით წარიმართა მეორე მატჩიც. გერმანიამ  პირველი ტაიმი მხოლოდ 15:13   მოუგო ნიდერლანდებს, მეორე ნახევარში კი უპირატესობა 11-ქულამდე გაზარდა-34:23.   დღეს უკვე ექვსი მატჩი გაიმართება:

ავსტრია-ჩეხეთი

საფრანგეთი-პორტუგალია

სლოვენია-პოლონეთი

ჩრდილოეთ მაკედონია-უკრაინა

ნორვეგია-ბოსნია ჰერცეგოვინა

შვედეთი-შვეიცარია

ევროპის ჩემპიონატი 26 იანვრამდე გასტანს.

მსგავსი