ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში - ნიკა კენჭაძისა და ელიზბარ ოდიკაძის ბრინჯაო
ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში - ნიკა კენჭაძისა და ელიზბარ ოდიკაძის ბრინჯაო

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭიდავეებმა – ნიკა კენჭაძემ (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

კენჭაძემ გადამწყვეტ მატჩში ბელარუს ანდრეი კარპაჩს შანსი არ დაუტოვა და ანგარიშით 7:1 დაამარცხა, ელიზბარ ოდიკაძემ კი მოლდოველ ნიკოლაე ჩებანს აჯობა – 3:0.

ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს ბექა ლომთაძემ (61 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. ლომთაძე ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ მატჩში სომეხ არუთინიანს დაუპირისპირდება, ხოლო პეტრიაშვილის მეტოქე თურქი ტაჰა აკგული იქნება.

ეს ბრძოლები ხვალ, 10 აპრილს გაიმართება.

დატოვე კომენტარი