ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფიცის დადების ცერემონიალი დღეს გაიმართა
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფიცის დადების ცერემონიალი დღეს გაიმართა

დღეს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაემართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების და ფიცის დადების ცერემონიალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.

ევროპის მეთხუთმეტე ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო 21-27 ივლისს უმასპინძლებს, სადაც სპორტის 10 (ველოსპორტი, კალათბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, ჭიდაობა, ხელბურთი) სახეობაში 49 ქვეყნის 3600-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის საქართველოდან სპორტის ექვს სახეობაში (ცურვა, ველოსპორტი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ძიუდო, ჭიდაობა) იასპარეზებს 36 სპორტსმენი.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტი დირექტორი გიორგი ესაკია.

თამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი იქნება, რომელიც ჭაბუკებს შორის ევროპის 2019 წლის ევროპის ჩემპიონია.

ცერემონიაზე ოლიმპიური ნაკრების სახელით ფიცი მძლეოსანმა მედეა შონიამ დადო. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე, რომელმაც ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატება უსურვა.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ხვალ, 20 ივლისს გაემგზავრება.