ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული პეტრე ხუციშვილი - ძალიან ვწუხვართ ბათუმის ტრაგედიის გამო [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული პეტრე ხუციშვილი - ძალიან ვწუხვართ ბათუმის ტრაგედიის გამო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს U18 მორაგბეთა ნაკრები 2021 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა ტიტული უპრობლემოდ დაიცვეს.

გზად მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0, ნახევარფინალში ბელგია 37:3, ხოლო ფინალში პორტუგალია 27:0 დაამარცხეს. ერთადერთი გაშვებული ქულა ბელგიის მიერ ჯარიმით გატანილი 3 ქულა აღმოჩნდა.

მატჩის შემდეგ გუნდის კაპიტანმა, პეტრე ხუციშვილმა ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მცირე კომენტარიც გააკეთა:

„ძალიან ვწუხვართ ბათუმის ტრაგედიის გამო. ეს მოგება თქვენ მოგიძღვენით. ამით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, ცოტა მაინც გავახარეთ თქვენი გულები“.