ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ჯგუფური ეტაპი, რის შემდეგაც დაკომპლექტდა პლეი ოფის ბადე.

მეოთხედფინალებში ხვდებიან:

21 ივნისი

პორტუგალია-ნიდერლანდები

ესპანეთი-ინგლისი

22 ივნისი

გერმანია-იტალია

დანია-საფრანგეთი

ნახევარფინალურ ეტაპზე, რომელიც 25 ივნისს გაიმართება, პორტუგალია-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებული ესპანეთი-ინგლისის წყვილში მოგებულს შეხვდება. მეორე ნახევარფინალს შეადგენენ გერმანია-იტალიისა და დანია-საფრანგეთის წყვილებში გამარჯვებულები.

ფინალი 28 ივნისს გაიმართება.