ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება
ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით, 81 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

ცვლილების თანახმად, საქართველოში ევროპის 21-წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საგადასახადო შეღავათები გავრცელდება. კანონპროექტი ლევან კობიაშვილმა და ირაკლი მეძმარიაშვილმა მოამზადეს და ის დაჩქარებული წესით განიხილეს და დაამტკიცეს.

ინიციატორების განმარტებით, კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებული იყო ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის – უეფა-ს მოთხოვნის საფუძველზე, რომლის თანახმად, ნებისმიერი სახის დამატებითი გადასახადი არ უნდა დაეკისროს ჩემპიონატის ორგანიზატორებს, მის მონაწილეებსa და მასპინძელ მხარეს.

კანონპროექტის მიღების მიზანია, საქართველოში ევროპის 21 წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატის ჩატარებისთვის შეიქმნას დაბეგვრის საშეღავათო პერიოდი.