ევროპის 21 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკომისიის წარმომადგენლები ღაზაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ

22:18, 21.07.2025

ევროპის 21 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკომისიის წარმომადგენლები ღაზაში სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ. ამის შესახებ მედია გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ხელმომწერებმა, რომელთა შორისაც არიან ევროკავშირის უმეტესი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე დიდი ბრიტანეთის, ისლანდიისა და შვეიცარიის მინისტრები, აღნიშნეს, რომ ღაზაში ომი დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს.

მათ ხაზი გაუსვეს ღაზაში სამოქალაქო მოსახლეობის ტანჯვას და გააკრიტიკეს ისრაელის მთავრობა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეზღუდვების გამო.

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვან მოსახლეობა და დაიცვან ვალდებულებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე მოუწოდეს „ჰამასს“, გაათავისუფლოს ყველა მძევალი, რომლებიც 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი მხარდაჭერას გამოხატავენ მცდელობებისადმი, რომლებიც მიმართულია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისკენ.

მსგავსი