ევროპაში ნატო-ს შეიარაღებულ ძალებს ახალი მეთაური ჰყავს

03:27, 04.05.2022

ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების მეთაურად გენერალი კრისტოფერ კავოლი დაინიშნა. ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გენერალი კავოლი, რომელიც ევროპასა და აფრიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელია, თანამდებობაზე ცვლის ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების მეთაურს, გენერალ ტოდ ვოლტერსს.

გენერალ კავოლის ევროპაში ნატო-ს შეიარაღებული ძალების მეთაურად დანიშვნას ხელი უკვე მოაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი