ევროპაში დაუმარცხებელი მხოლოდ „იუვენტუსია“
ევროპაში დაუმარცხებელი მხოლოდ „იუვენტუსია“

საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში, პსჟ სტუმრად ლიონს დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ამ მატჩის შემდეგ, TOP 5 ლიგაში (ესპანეთი, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია) დაუმარცხებელი მხოლოდ ერთი გუნდი დარჩა. ეს იტალიური „იუვენტუსია“. ტურინელებმა 22 მატჩიდან 19 მოიგეს და სამჯერ ფრედ ითამაშეს.

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „იუვენტუსმა“ საკუთარ მოედანზე „პარმასთან“ ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ – 3:3 დასრულდა.