ევროპარლამენტმა ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ცნო
ევროპარლამენტმა ხუან გუაიდო ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ცნო

ევროპარლამენტმა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის სპიკერი ხუან გუაიდო ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად აღიარა. რეზოლუციას მხარი 4439 დეპუტატმა 104-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ანტონიო ტაიანი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ხუან გუაიდოს.

ევროპარლამენტი პირველი ევროპული ინსტიტუცია, რომელმაც ხუან გუაიდო გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ცნო.

ვენესუელაში მასობრივი ანტისახელისუფლებო აქციები 21 იანვრიდან დაიწყო. არეულობას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 850-მდე კი, დააპატიმრეს. ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, ხუან გუაიდომ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არალეგიტიმურად ცნო და თავი პრეზიდენტის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა. მას მხარდაჭერა რამდენიმე ქვეყანამ გამოუცხადა, მათ შორის აშშ-მა და საქართველომ.