ევროპარლამენტის პრეზიდენტი – სასიამოვნოა შეხვედრა კახა კუჭავასთან, გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ
სასიამოვნოა შეხვედრა კახა კუჭავასთან, გავაგრძელებთ თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ, – ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერში“ დაწერა.
„სასიამოვნოა პარლამენტის სპიკერ კახა კუჭავასთან შეხვედრა. მივესალმები ყველა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას, საქართველოში შექმნან ძლიერი პარლამენტი და შეარბილონ პოლიტიკური დაძაბულობა.
გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ“, – წერს დევიდ სასოლი.
Great to meet with Speaker of the Parliament of Georgia @kkuchava.
I welcome the decision of all political forces in Georgia to build a strong parliament and ease political tensions.
We will continue to enhance our cooperation, to address the many common challenges we face. pic.twitter.com/Uj2WqNWKQN
— David Sassoli (@EP_President) May 18, 2021