ევროპარლამენტარი ჰეიდი ჰაუტალა - დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი იქნება ძალიან კარგი პრეზიდენტი
ევროპარლამენტარი ჰეიდი ჰაუტალა - დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი იქნება ძალიან კარგი პრეზიდენტი

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტარმა ჰეიდი ჰაუტალამ განაცხადა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დარწმუნდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ქვეყნისთვის ძალიან კარგი პრეზიდენტი.

„ჩვენ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს. ეს კარგი საშუალება იყო, რომ გაგვეცნო საქართველოს ახალი პრეზიდენტი და დავრწმუნებულიყავით, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილი იქნება ქვეყნისთვის ძალიან კარგი პრეზიდენტი. კარგი შთაბეჭდილებებით ვტოვებ შეხვედრას“, – განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ.

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრამდე გაგრძელდება.