ევროპარლამენტარ შარლი ვაიმერსის ინფორმაციით, ევროპარლამენტში დახურულ კარს მიღმა მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობენ
ევროპარლამენტარ შარლი ვაიმერსის ინფორმაციით, ევროპარლამენტში დახურულ კარს მიღმა მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობენ

შვედი ევროპარლამენტარი შარლი ვაიმერსი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, რომ ევროპარლამენტში ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა იმართება, სადაც მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციას განიხილავენ.

„ემანუელ მაკრონი ადასტურებს, რომ აქვს ფაქტები, რომლის თანახმად თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს სირიიდან გაგზავნილი ისლამისტებით. ვკითხავთ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს, დაგმობს თუ არა ევროკავშირი თურქეთის ჩარევას კონფლიქტში და განიხილავს თუ არა მის გარიცხვას ეუთო-ს მისნკის ჯგუფიდან“, – წერს შარლ ვაიმერსი.