ევროპალიგის წილისყრა – გაირკვა პლეი ოფში თბილისის „ლოკომოტივისა“ და „დინამოს“ სავარაუდო მეტოქეები

17:03, 18.09.2020

უეფას შტაბბინაში გამართულ წილისყრაზე პლეი ოფში ქართული გუნდების შესაძლო მეტოქეები გაირკვა – ეს იმ შემთხვევაში, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს თუ დაძლევენ.

მესამე შესარჩევი ეტაპის მატჩები 24 სექტემბერს გაიმართება – „დინამო თბილისი“ სტუმრად ფარერულკლაკსვიკს“ შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, მოლდოვის „შერიფსა“ და ირლანდიის „დანდალკის“ წყვილის მოგებულს ესტუმრება.

თბილისის „ლოკომოტივი“ 24 სექტემბერს ესპანურ „გრანადას“ სტუმრად ეთამაშება. თუ კიდევ ერთი სენსაცია გამოაცხო და პლეი ოფშიც გავიდა, შვედური „მალმიოსა“ და ზაგრების „ლოკომოტივის“ წყვილის მოგებულს ეთამაშება.

შეგახსენებთ, რომ გათამაშების ამ ეტაპზეც გამარჯვებული ერთი მატჩით გამოვლინდება. ორივე ქართული გუნდი გასვლაზე ითამაშებს. მატჩები 1 ოქტომებრს გაიმართება.

მსგავსი